Friday, June 27, 2014

....

პროექტის სახელწოდება:
იერუსალიმის წმინდა მიწისთვის შეწირული სოფლები.                                                               სოფელი მამათი    
პროექტის მოკლე აღწერა:
სოფელი მამათი ერთ -ერთია იმ სოფლებიდან,რომელიც იერუსალიმის წმინდა მიწისთვის არის შეწირული. ეს სოფელი გამოირჩევა ლამაზი ბუნებით,შესანიშნავი კლიმატით,ისტორიული ძეგლებით და თავისი ძირძველი სკოლით,რომელიც 150 წელს ითლის.                                                         
პროექტის აქტუალობა და მიზნები:
ეს პროექტი ითვალისწინებს იმ სოფლების შესწავლას ,რომლებიც იერუსალიმის წმინდა მიწისთვის იყო შეწირული. ეს სოფლებია:მამათი,აცანა,აკეთი,ძიმითი  და ა.შ.                                                                             მოსწავლეები დაგეგმავენ ექსპედიციებს ამ სოფლებში ,შექმნიან ფოტო-ალბომებს, აღწერენ ამ სოფლების ისტორიას, გაესაუბრებიან სოფლის უხუცესებს,დაათვალიერებენ რაიონში არსებულ მხარეთმცოდნეობის მუზეუმს მასალების მოსაპოვებლად, გააკეთებენ კვლევებს და შექმნიან წერილობით ნამუშევრებს.
მონაწილეთა ასაკი:
16-17 წელი. მე-11 ,მე-12 კლასი.
ვადები(ხანგრძლივობა):
20 ივლისი-30 აგვისტო
პროექტის შესაძლო აქტივობები:
სოფელ მამათის და სხვა სოფლების ისტორია, ადგილ-მდებარეობა და ბუნებრივი რესურსები
მოსალოდნელი შედეგი:
შექმნილი ბლოგის მიხედვით ინტერესი გავუღვივოთ მომავალ თაობას გაუფრთხილდეს და პატივი სცეს ჩვენს ისტორიულ წარსულს                                           დააინტერესოს ტურისტები მოინახულონ ეს სოფლები.
პროექტის საჭირო ძირითადი რესურსები:
ფოტოაპარატი ,ვიდეოკამერა,ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიება, დამუშავება და ორგანიზება
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობა):
მოსწავლეები  დაგეგმავენ ექსპედიციებს ამ სოფლებში,ჩაწერენ და გადაიღებენ ვიდეომასალას,მოიძიებენ ლიტერატურას და გააკეთებენ მოძიებული მასალის პრეზენტაციას .
საგნებთან (საგნობრივ ჯგუფებთან)ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტორია: აღწერს სოფლებსის ისტორიულ ძეგლებს,ჩამოაყალიბებს ისტორიას მის წარსულზე, დაადგენს სოფლის საზღვრებს და ყველაფერ ამას შეაფასებს წერილობით ნამუშევრებში.                                                         გეოგრაფია:ჩაატარებს გეოგრაფიულ კვლევებს შეადგენს რუკებს , დაახასიათებს ამ სოფლების ფლორას და ფაუნას.
პროექტის ხელმძღვანელი :
მასწავლებელი: ინეზა ჩიკაშუა
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:
Ichikashua28@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:

No comments:

Post a Comment